თურქეთში საქართველოს კონსული: ქართველები არ დაშავებულან

ამ დროისთვის, სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად ქართველების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამის შესახებ სტამბულში საქართველოს კონსულმა, ირაკლი ასაშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ასაშვილი განმარტავს, ამ დროისთვის ჯერ კიდევ მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება და გადამოწმება, თუმცა, პირველადი ინფორმაციით, ქართველების დაშავების შესახებ ცნობები არ არის.
თურქთის ქალაქ სტამბოლში აფეთქება ადგილობრივი დროით, დაახლოებით 10:55 საათზე მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა-ტერორისტმა განახორციელა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები