თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივით, თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო.
პროექტის მიმდინარეობას საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი და რაიონოს გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი ადგილზე გაეცნენ.
პროექტს, რომელიც 100-ზე მეტ ოჯახს ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ასრულებს. გაზის ცენტრალური ქსელის მოსაწყობად 120 ათასი ლარი დაიხარჯება. რაიონის ხელმძღვანელობა დედაქალაქის ახლად შემოერთებული ტერიტორიის მცხოვრებლებსაც შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრისას, რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა და რაიონის გამგებელმა თბილისი–თელეთში კომუნიკაციების მოწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ბექა ნაცვლიშვილის თქმით, გაზიფიცირების შემდეგ კრწანისის გამგეობა დასახლებაში წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრასა და გარე განათების მოწყობას გეგმავს. 2017 წლიდან კი თბილისი-თელეთის დასახლებაში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები