საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე როსტოვის ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს

როსტოვში მომხდარ ტრაგედიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. დავით უსუფაშვილმა პარლამენტის სახელით ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა: „საქართველოს პარლამენტის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთის ფედერაციის ქალაქ როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 62 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“,- აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები