კამპანიის – “ეს შენ გეხება” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისში, კამპანიის – “ეს შენ გეხება” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას აპროტესტებენ. ფილარმონიასთან შეკრებილები არიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ასევე – პოლიტიკოსები.
აქციის მონაწილეებს სამი მოთხოვნა აქვთ: ეფექტური გამოძიების წარმოება და გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, კანონმდებლობის შეცვლა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ კანონდარღვევებს გამოიძიებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმაციით, აქციები თელავში, ზუგდიდში, გორსა და ბათუმშიც გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები