გიგლა აგულაშვილი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, “დედამიწის საათის” კამპანიის ფარგლებში, ბულაჩაურის „მწვანე ცენტრში“ კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადი რეგიონებიდან სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) ორგანიზებით გაიმართა.
გიგლა აგულაშვილმა მოსწავლეებს სამინისტროს მუშაობის პრინციპებზე, ძირითად პრიორიტეტებსა და კლიმატის ცვლილების კუთხით ქვეყნის მიერ აღებულ ვალდებულებებზე ესაუბრა.
„დედამიწის საათი“ გლობალური მასშტაბის აქციაა, რომლის მიზანია კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის თემაზე მსოფლიოში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მსოფლიო ლიდერების მიერ სათბურის აირების ემისიების შემცირების თაობაზე აღებული ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერა. CENN, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამასა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) ერთად, ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები