შალვა საბაური: რექტორის იმპიჩმენტის პროცედურის საკითხის განხილვა დაწყებულია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარის შალვა საბაურის ინფორმაციით, თსუ-ს რექტორის იმპიჩმენტის პროცედურის საკითხის განხილვა დაწყებულია.
როგორც მან ჟურნალისტებს  აკადემიურ საბჭოს წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საბჭოს წევრებს გააცნეს საკუთარი ხედვა, თუ რატომ უნდა მოხდეს რექტორისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტა.
“რექტორის იმპიჩმენტის პროცედურის საკითხის განხვილვა დაწყებულია. ჩვენ გავაცანით ჩვენი წინადადებები და ხედვები, თუ რატომ და როგორ უნდა მოხდეს რექტორის გათავისუფლება. ჩვენი მხრიდან დასაბუთებული არგუმენტები ორშაბათისთვის იქნება წარდგენილი საბჭოსთვის. რაც შეეხება იმას, რომ რექტორის წასვლის შემდეგ უნივერსტიტეტი შედის ჩიხში, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ჩვენ გვაქვს გეგმა. როდესაც რექტორი დააანონსებს წასვლას, ამ პერიოდში მოხდება მოვალეობის შემსრულების დასახელება და მმართველის გარეშე არ დარჩება უნივერსიტეტი”, – განაცხადა შალვა საბაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები