“მაესტროს” ჟურნალისტთა ერთმა ნაწილმა სასამართლოსთან “პირაკრულთა აქცია” გამართა

“პირაკრულთა აქცია” – ამ სახელწოდებით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტებმა, რომლებიც უარს აცხადებენ ლევან გაჩეჩილაძესთან თანამშრომლობაზე, აქცია გამართეს. აქციაში ასევე მონაწილეობენ: “მაესტროს” ყოფილი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე და დამფუძნებლები: მამუკა ღლონტი და ბაჩო კიკაბიძე. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად პირზე წებოვანი ლენტები გაიკრეს.
როგორც აქციის მონაწილეების განცხადებაშია ნათქვამი, “მაესტროს” ჟურნალისტები სიმართლის გარკვევას ითხოვენ და სწორედ ამიტომ შეიკრიბნენ სასამართლოს შენობასთან.
“ჩვენი აქ დგომით კიდევ ერთხელ ვემიჯნებით პროცესს, რომელიც მოდავე მხარეებს შორის შესაძლოა, ახლა მიმდინარეობდეს, არ ვაპირებთ, ვიყოთ იარაღი რომელიმე მხარის ხელში. იმედია, ყველა მხარე მოგვცემს მუშაობის შესაძლებლობას, დავა სასამართლოში გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება არ დატოვებს კითხვის ნიშნებს არც ჩვენთვის და არც მაყურებლისთვის”, – ნათქვამია აქციის მონაწილეების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები