ალექსანდრე ელისაშვილი საინიციატივო ჯგუფ „თბილისის ტრამვაის“ წარმომადგენლებს შეხვდა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი საინიციატივო ჯგუფ „თბილისის ტრამვაის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრებმა პრეზენტაცია – „ქალაქი ტრამვაით და ტრამვაის გარეშე“ წარმოადგინეს და აღნიშნული ტრანსპორტის უპირატესობებზე ვრცლად ისაუბრეს. კერძოდ, მხარეებმა ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეს, როგორიცაა: დედაქალაქში ავტობუსების ტრამვაით ჩანაცვლება, ეკოლოგიურობა, ეკონომიურობა, უსაფრთხოება და გამტარიანობა.
ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა როგორც ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე სამომავლოდ, ბიუჯეტის დაზოგვის კუთხითაცაა მნიშვნელოვანი.
მხარეებმა ასევე უცხოური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობასა და დედაქალაქში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის თაობაზეც იმსჯელეს. დასასრულს, ორგანიზაციასთან ალექსანდრე ელისაშვილის ინიციატივით უფრო მასშტაბური შეხვედრა დაიგეგმა, სადაც „თბილისის ტრამვაი“ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას წარმოადგენს. დეპუტატის თქმით, აღნიშნული შეხვედრა, რომელიც დისკუსიის ფორმატში უნდა ჩატარდეს, თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები