„შეწყვიტეთ ლგბტ ადამიანების დემონიზება”, – “იდენტობის” წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს

“იდენტობის” 15-მდე წარმომადგენელმა ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეეები ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო საორგანიზაციო კომისიის შექმნის საკითხს აპროტესტებენ, რომლის თაობაზეც პარლამენტი გადაწყვეტილების მიღებას აპირებს. აქციის მონაწილეები ტრასპარანტებით, – „შეწყვიტეთ ლგბტ ადამიანების დემონიზება”, ,,სიძულვილით ქვეყანა არ შენდება”, – ქუთაისის პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე საათით იმყოფებოდნენ.
პარლამენტთან მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცვლებიც.
“შეწყდეს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მიერ ამ თემის გამოყენება წინასაარჩევნოდ, როგორც ხალხის მხარდაჭერის მოპოვების ინსტრუმენტი. არცერთ ლგბტ ორგანიზაციას არ მოუთხოვია ქორწინების თანასწორობის ჩაწერა კონსტიტუციაში. წელს, არჩევნების პერიოდში, ამ საკითხის დაყენება სწორი არ არის, ჩვენ ამას ვაპროტესტებთ”, – აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლადო ბიწაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები