ანდრია გოცირიძემ სტუდენტებს კიბერუსაფრთხოების თემაზე ლექცია წაუკითხა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, ახალგაზრდა ლიდერებთან და სტუდენტებთან რეგულარულ შეხვედრებს განაგრძობს.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში თემაზე – „კიბერსივრცის მნიშვნელობა და საფრთხეები – რა გამოწვევების წინაშე შესაძლოა დადგეს კიბერსამყარო“, – ლექცია გაიმართა.
ახალგაზრდებს ლექცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ანდრია გოცირიძემ წაუკითხა.
იგი სტუდენტებს კიბერსივრცეში არსებულ საფრთხეებზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, კიბერსივრცის ზოგად მახასიათებლებსა და კიბერთავდაცვის სფეროში თანამედროვე ტენდენციებზე ესაუბრა.
მოგვიანებით, ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ანდრია გოცირიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა კიბერსივრცეში არსებულ საფრთხეებზე ცნობიერების ამაღლებას არა მხოლოდ თავდაცვის უწყებაში, ზოგადად, საზოგადოებაში ითვალისწინებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უწყების პრიორიტეტებსა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების შესახებ ლექციების სერიას ქვეყნის მასშტაბით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომავალშიც ინტენსიურად გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები