გულიკო ზუმბაძემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძემ დიდი ლილოს მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფთან ერთად ბრიფინგი გამართა და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ ნაგავსაყრელთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
გულიკო ზუმბაძის განცხადებით, პოლიგონი 2010 წელს დიდი ლილოს ტერიტორიაზე მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ მოეწყო, თუმცა, საკრებულოს ძალისხმევითა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ნარმანიას მხარდაჭერით, ბიუჯეტში შესული ცვლილებების საფუძველზე ნაგავსაყრელის პრობლემები მიმდინარე წელს მოგვარდება.
დეპუტატის თქმით, ტენდერი გამოცხადებულია და ამ ეტაპზე პროექტის განხორციელების მიზნით, ნარჩენების პოლიგონზე გაზშემკრების შეგროვების დამონტაჟების, ცხოველთა ლეშის სამარხის გაუქმების და ბირთვული და რადიოაქტიური ნარჩენების დროებით შენახვის სათავსოს განთავსების მიმართულებით წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია.
„ვფიქრობ, ეს პრობლემის მოსაგვარებლად წინგადადგმული ძალიან წარმატებული ნაბიჯია’’,- განაცხადა გულიკო ზუმბაძემ და აღნიშნა, რომ მეორე სერიოზული ნაბიჯი რომელიმე უსაფრთხო ტერიტორიაზე თანამედროვე ტიპის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს აგება იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები