„იმ ქალაქიდან, საიდანაც აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო, „გაპიდარასტებას” იწყებენ ზოგიერთები“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა ქუთაისში დაგეგმილ “იდენტობის” აქციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი განმარტებით, ცინიკურია იმ ქალაქში ასეთი აქცია, საიდანაც აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო.
“უბრალოდ ცინიკურია, როცა ქუთაისიდან იწყება ასეთი აქცია – იმ ქალაქიდან, საიდანაც აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო და აქედან „გაპიდარასტებას” იწყებენ ზოგიერთები”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, “იდენტობა” ქუთაისის პარლამენტის შენობის წინ აქციას გამართავს. არასამთავრობო ორგანიზაცია აპირებს გააპროტესტოს ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით საჯარო-საორგანიზაციო კომისიის შექმნის საკითხი, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილებას პარლამენტი, სავარაუდოდ, დღეს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები