აჭარის რეგიონს სამი დღით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

ქობულეთი-ბათუმის ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის პროცესში აჭარის რეგიონს სამი დღით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება
როგორც „კვირას“ ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, აჭარის რეგიონში ქობულეთი-ბათუმის ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის პროცესში ცენტრალურ მაგისტრალურ გაზსადენზე გადაერთების სამუშაოები ჩატარდება.
კერძოდ, მშენებარე ახალი საავტომობილო მაგისტრალის და ბუნებრივი გაზის ცენტრალური მაგისტრალის რამოდენიმე მონაკვეთზე გადაერთების სამუშაოები ერთდროულად 6 პუნქტზე განხორციელდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე ამა წლის 29 მარტიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის ყველა მომხმარებელს შეუწყდება გაზის მიწოდება.
მაგისტრალურ გაზსადენზე გადაერთების სამუშაოები გაგრძელდება ამა წლის 31 მარტამდე, რის შემდგომ ,,სოკარ ჯორჯია გაზს“ მიეცემა მაგისტრალური გაზსადენის დატვირთვის და ბუნებრივი გაზის მიწოდების პროცესის დაწყების საშუალება, რაც ეტაპობრივად განხორციელდება და დასრულდება მ/წლის 3 აპრილს.
შექმნილი მდგომარეობის გამო ბოდიშს ვუხდით ბუნებრივი გაზის ყველა მომხმარებელს.
კომერციული ბუნებრივი გაზის მომხმარებლებმა და სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებმა ამ პერიოდისათვის საჭიროა უზრუნველყონ ალტერნატიულ საწვავის მომარაგება, რომ არ შეფერხდეს მათი ფუნქციონირება.
ხოლო მოსახლეობას მოუწოდებთ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი გაზის ჩართვის პროცესში დაცული იქნას უსაფრთხოების წესები, თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები.
“სოკარ ჯორჯია გაზი” აქტიურად თანამშრომლობს აჭარის ხელისუფლებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან, რათა შეუფერხებლად და მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს კომუნიკაციების შეცვლის პროცესის დასრულება.
ამ პერიოდში სოკარ ჯორჯია გაზის აჭარის რეგიონალური ოფისის თანამშრომლები სრული შემადგენლობით გადავლენ 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე 16 114 ან აჭარის რეგიონალურ ოფისში:
მისამართზე: ბათუმი ბაქოს ქ # 46

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები