“ლუკოილმა” ყველა ტიპის საწვავს ფასი 4 თეთრით შეამცირა

დღეიდან, “ლუკოილის” ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი 4 თეთრით შემცირდა. “ლუკოილის” ქსელში უკვე საწვავის ფასებია: სუპერი – 1.65 პრემიუმ ავანგარდი – 1.55 ევრო რეგულარი – 1. 35 ევრო დიზელი – 1,35.
საქართველოში ავტოგასამართი სადგურების ერთ-ერთი ყველაზე ფართო ქსელი „ლუკოილ ჯორჯიას“ აქვს, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში „ლუკოილის“ საწვავი ბულგარეთიდან ნავთობგადამამუშავებელი საწარმოებიდან შემოაქვს.
აღნიშნული კომპანია 2002 წლის მარტიდან ამოქმედდა და მას შემდეგ მიზანდასახულად აფართოებს სამომხმარებლო და კორპორაციულ ბაზრებზე საქმიანობას.
(R)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები