„BP-საქართველო“-ს გენერალურმა მენეჯერმა შს სამინისტროს მადლობა გადაუხადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, „BP-საქართველოს“ გენერალურმა მენეჯერმა კრის შლიტერმა მადლობა გადაუხადა. „BP-საქართველოს“-წარმომადგენელმა სტრატეგიული მილსადენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისა და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელები სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორს ზურაბ ჭაბაშვილს, მის მოადგილეებს და დეპარტამენტის 19 თანამშრომელს გადასცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება აქტიურად თანამშრომლობს „BP-საქართველოს“ წარმომადგენლობასთან, რაც საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მაგისტრალური მილსადენების უსაფრთხოების სისტემის ეფექტურობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები