პატრიარქმა ლადო პაპავას საჩუქრად მაცხოვრის ხატი გადასცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თსუ-ს რექტორს, ლადო პაპავას საჩუქრად მაცხოვრის ხატი გადასცა. საპატრიარქოს ინფორმაციით, სვეტიცხოველში კრიტელის ლოცვა შესრულდა, რომელსაც, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ესწრებოდა. მსახურების დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. მსახურებას ესწრებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა, რომელსაც პატრიარქმა საჩუქრად მაცხოვრის ხატი გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები