საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ „ბაქსვუდის“ სკოლაში სიმულაციური სწავლება ჩაატარა – ფოტოკოლაჟი

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა „ბაქსვუდის“ კერძო სკოლაში მიწისძვრის შედეგად გაჩენილი ხანძრის დროს სასწავლო ევაკუაცია განახორციელეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა, წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, 700-მდე ბავშვი და სკოლის პერსონალი შენობიდან გამოიყვანეს. სწავლება კამპანიის – „სამოქალაქო უსაფრთხოება სკოლებში“ ფარგლებში ჩატარდა.
მეხანძრე-მაშველებმა სკოლის შენობიდან სპეციალური კალათით „დაშავებული“ მოსწავლეები ჩამოიყვანეს. სააგენტოს თანამშრომლებმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარეს.
აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო სკოლის აღსაზრდელებისა და პერსონალისთვის საგანგებო სიტუაციების დროს კატასტროფების რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარება, ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გამომუშავება, მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა.

1979551_1527836980853862_5913422341237118808_n 1914648_1527837027520524_4236056744084897175_n 10342497_1527837057520521_3004154121256828879_n 994922_1527837097520517_3289382270592985000_n 10172610_1527837074187186_4126923374852435929_n 947006_1527837124187181_5886545209890710032_n 1918503_1527837120853848_5053070042921369365_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები