თბილისის ანძა 4 საათის განმავლობაში მწვანედ განათდება

თბილისისა და დუბლინის დამეგობრების ორი წელი და საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წელი დღეს აღინიშნება. როგორ “კვირას” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, აღნიშნულ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე, თბილისი, შარშანდელის მსგავსად, წელსაც ჩაერთვება მსოფლიო კამპანიაში Global Greening, რომლის ფარგლებშიც, თბილისის ანძა, 20:00 საათიდან 00:00 საათამდე, მწვანედ განათდება.
“ყოველი წლის 17 მარტს მსოფლიოს დედაქალაქებში ღირშესანიშნაობები მწვანედ ნათდება. საქართველო აღნიშნულ აქციაში პირველად გასულ წელს ჩაერთო, რის შემდეგაც თბილისი ირლანდიის ტურიზმის სააგენტომ იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც ირლანდიელ ტურისტებს მოგზაურობის რეკომენდაციას აძლევს”, – განმარტავენ დედაქალაქის მერიაში.
მათივე ინფორმაციით, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დღეს Tbilisi Event Hall-ში, 20:00 საათზე, ცნობილი ირლანდიური და ქართული ჯგუფების – Jack Lukeman-ის და “ნიუტონის” ერთობლივი კონცერტი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები