გიორგი კვირიკაშვილი: კულტურის სამინისტროს უმაღლესი რანგის არტისტების ჩამოსაყვანად თანხები გამოეყოფა

საქართველოს პრემიერ – მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კულტურის სამინისტროს უმაღლესი რანგის არტისტების ჩამოსაყვანად თანხები გამოეყოფა. აღნიშნული განცხადება მან დღევანდელი მთავრობის სხდომის დროს გააკეთა.
“კულტურის სამინისტროს კუთხით მინდა შევეხო დღეს განსახილველი რესურსების გამოყოფას, რომელიც ტურიზმის წახალისებას ისახავს მიზნად. ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით კულტურული ღონისძიებების სერიის დაფინანსება, რომელიც გულისხმობს უმაღლესი კლასის არტისტების საქართველოში ჩამოყვანას და, მათი და ასევე ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, კულტურული ღონისძიებების დაფინანსებას”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები