თბილისის მოსახლეობას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე უბანს, გეგმური სამუშაოების გამო, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
როგორც “კვირას” “თელასიდან” აცნობეს, ვაკის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, ილია ჭავჭავაძის გამზირის და ნინო რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, VII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, მუხიანის დასახლების, მუხიანის I, II მიკრორაიონების, ალეკო გობრონიძის და რამაზ შენგელაიას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კომკავშირის ხეივნის, სოფიკო ჭიაურელის, შიო მღვიმელის, იაკობ ნიკოლაძის, ჩიტაძის და ჭონქაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, IIა მიკრორაიონების, ჭრელაშვილის, წერნაკის და ნავთლუღის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონებში, 02:00 საათიდან 06:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, წერეთლის გამზირის, ვაგზლის მოედნის, გორის, იამანიძის, ქურდიანის, ბათუმის, ფიფიას, შანავას, მეტრეველის, მაიაკოვსკის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ცაბაძის, ლებანიძის, წინამძღვრიშვილის, ბორჯომის, ბაქოს, დოლიძის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის და სურამის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, რაჟდენ გვეტაძის, იამანიძის, აგლაძის, გაფრინდაულის, ქუთაისის, ბაგრატიონის, დიდუბის, გორის, კერესელიძის, თევდორე მღვდლის, ხოშარაულის და ქურდიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, რომელაშვილის, მესხის, კელაპტრიშვილის, ხუდადოვის და მუშათა ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირის და მიცკევიჩის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და სოფელ ფონიჭალის მცხოვრებლებს.
შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები