თსუ-ს თვითმმართველობის მხარდამჭერ აქციას ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები შეუერთდნენ

თსუ-ს თვითმმართველობის მხარდამჭერ აქციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები შეუერთდნენ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები თსუ-ს თვითმმართველობის წევრების მხარდასაჭერად აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მართავენ. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს თსუ-ს ეზოში დახვდნენ თსუ-ს თვითმმართველობის წევრები.
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ თსუ-ს თვითმმართველობის წევრებს, თუმცა აცხადებენ, რომ ისინი არ იზიარებენ რექტორის გადადგომის მოთხოვნას.
უნივერსიტეტთან მობილიზებულია ასევე პოლიციის წარმომადგენლები, რომელთაც ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული, რათა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა და აქციის მონაწილეებმა უნივერსიტეტის შენობაში არ გადაინაცვლონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები