„აი კუბი” – თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის

სულ მალე ქართული ანბანის შესწავლა პატარებისთვის (და არა მარტო მათთვის) კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო გახდება. პროექტის „წერე ქართულად“ და ჯიპას ერთობლივი იდეით გაყიდვაში „აი კუბი“ გამოჩნდება. ასაწყობი ქართული ანბანი – „აი კუბი”, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, პროექტის „წერე ქართულად“ და ჯიპას ერთობლივ ინოვაციურ იდეას წარმოადგენს.
„აი კუბი” ეს არის ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალისგან დამზადებული, პაზლის ტიპის ასაწყობი ანბანი, რომელიც შეიძლება აეწყოს სიბრტყეზეც და მოცულობითაც. თითოეულ 8*8 ზომის პაზლის ელემენტზე ამოტვიფრულია გამჭოლი ჭრილის ქართული ანბანი, რაც შესაძლებელს ხდის მასში ფანქრის შემოტარებით ასოს მოხაზვას. კუბებზე ასევე დატანილია ბრაილის შრიფტი და ლათინური შრიფტიც. პირველ ეტაპზე ორენოვანი პაზლი დამზადდება – ინგლისურ და ქართულ ენებზე, სადაც ასევე დატანილი იქნება ბრაილის შრიფტიც. ლათინური ანბანი შეიძლება სხვადასხვა ენით ჩანაცვლდეს, მაგალითად, აფხაზი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობისათვის. „აი კუბის” მიზანია, მოხდეს ქართული ენის პოპულარიზაცია სკოლამდელ ბავშვებში და დაწყებითი კლასის მოსწავლეებში, ისევე როგორც არაქართულენოვან მოსახლეობაში და შშმ პირებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები