უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება

უნივერსიტეტში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე უნივერსიტეტის რექტორს ვლადიმერ პაპავას, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს, აკადემიური საბჭოსა და სენატის წევრებს შეხვდა.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს და გადაწყდა, რომ ურთიერთობა სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება.
შეხვედრაზე იმსჯელეს ყველა იმ საკითხზე, რომელიც სტუდენტების მხრიდან არის დასმული დღის წესრიგში და ყველა მხარემ – უნივერსიტეტმა, სამინისტრომ და სტუდენტებმა გამოთქვეს მზაობა მათ მოსაგვარებლად. რაც შეეხება რექტორის გადადგომის საკითხს, რექტორი მზადაა თვითმმართველობასთან ამ საკითხზე თავად იმუშაოს.
როგორც ცობილია, შეხვედრის ორგანიზების დავალებით თამარს სანიკიძეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა, რასთან დაკავშირებითაც სპეციალური განცხადება გაავრცელა. ამის მიუხედავად, შეხვედრას არ დაესწრნენ აუდიტორია 115-ის სტუდენტები, რომლებიც რექტორს მხარდაჭერას უცხადებენ. სწორედ ამიტომ, შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამინსიტროსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები აუდიტორია 115-ის სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში ხვდებიან, რომლებსაც სამინისტროში მიღებულ გადაწყვეტილებას გააცნობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები