ლევან გაჩეჩილაძე: ახლავე აღდგეს „მაესტროს“ ლოგო!

„მაესტრო 24“-ის ხელმძღვანელი ილია კიკაბიძე ტელეკომპანიის სახელისა და ლოგოს შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.
კიკაბიძემ შპს „სტუდია მაესტროს“ გენერალურ დირექტორ ლევან გაჩეჩილაძეს ურჩია, ტელეკომპანია „მაესტროს“ სახელისა და ლოგოს გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილოს.
აღსანიშნავია, რომ „მაესტროს“ ეთერში გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ის ადამიანი, ვინც ლოგოს მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, მის პასუხისმგებლობაში ერევა.
„მე ეს ბრძანება არ გამიცია. პასუხისმგებლობას ვიღებ ხალხის, სასამართლოს, ყველას წინაშე, რომ ახლავე აღდგეს „მაესტროს“ ლოგო. რამდენადაც მე ვარ შპს „სტუდია მაესტროს“ გენერალური დირექტორი, მინდა ვთხოვო იმ ადამიანს, ვინც ლოგო მოაშორა ეთერს, დღესვე დაუბრუნოს ის ეთერს. თქვენ გისვამთ კითხვას – ვინ გასცა ეს ბრძანება?! მე ვარ პასუხისმგებელი, რა გამოჩნდება „მაესტროს“ ეთერში“, – მიმართა ლევან გაჩეჩილაძემ გადაცემის წამყვანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები