თამარ სანიკიძე: ვერც ერთი საკითხის განხილვას დღეს ჩვენ თავს ვერ ავარიდებთ

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორსა და სტუდენტებს ხვდება. როგორც შეხვედრის წინ მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი იქნება ყველა იმ მძიმე საკითხსა და პრობლემაზე, რომელიც სტუდენტების ორივე მხარემ დასვა. მისივე განცხადებით, შეხვედრაზე გვერდს ვერ აუვლიან სტუდენტების ერთი ჯგუფის მიერ უნივერსიტეტის რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადაყენების მოთხოვნის საკითხს და ამ თემაზე საუბარი იქნება.
“ვერც ერთი საკითხის განხილვას დღეს ჩვენ თავს ვერ ავარიდებთ. განხილული იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც სტუდენტების მიერ იქნა დასმული. რამდენი დროც არ უნდა დაგვჭირდეს, ჩვენ ყველა საკითხს შევეხებით და ყველაფერს ვიღონებთ სიტუაციის გამოსწორებისთვის”, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
ჯერჯერობით უცნობია დაესწრება თუ არა შეხვედრას სტუდენტების ის ჯგუფი, რომელიც გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას ითხოვდა. ამასთან დაკავშირებით ჯგუფში ამ დროისთვის მსჯელობა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები