რიმა ბერაძე: ჩვენი სურვილია, ჩუღურეთში კიდევ ერთი თანამედროვე ტიპის შენობა აშენდეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე ამავე რაიონის გამგეობის წარმომადგენლებთან და არქიტექტორთან, გია გიორგაძესთან ერთად, ჩუბინაშვილის N40ბ-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და თანამედროვე, ახალი ტიპის საცხოვრებელი სახლის პროექტი წარუდგინა. დეპუტატის განცხადებით, მოსახლეობასთან შეხვედრა მათთვის ახალი პროექტის გაცნობის მიზნით შედგა, რის შემდგომაც დოკუმენტი დედაქალაქის მერიაში იქნება წარდგენილი. მისივე თქმით, მისამართზე, სადაც დაზიანებული სახლის დემონტაჟი უკვე განხორციელდა, სულ 24 ოჯახია რეგისტრირებული, რომელთაგან 12 რაიონის გამგეობის მიერ ქირითაა გაყვანილი. „ჩვენი სურვილია, ჩუღურეთში კიდევ ერთი თანამედროვე ტიპის შენობა აშენდეს და მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ აღნიშნულის განხორციელებას უახლოეს მომავალში შევძლებთ“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები