ლაშა კილაძე “სააფთიაქო ნარკომანიის” შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს

15 მარტს, 13.00 საათზე, jandacva.ge-ის პრესკლუბში ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ორგანიზებით, შეხვედრას გამართავს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა კილაძე. სასაუბრო თემა იქნება „სააფთიაქო ნარკომანია“.
როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რეცეპტის ინსტუტის შემოღების მიუხედავად საქართველოში სააფთიაქო ნარკომანიის თემა კვლავ აქტუალურია. ქვეყანაში წარმატებით აგრძელებენ ფუნქციონირებას ისეთი აფთიაქები, რომლებიც ურეცეპტოდ ყოველგვარი ნებართვის გარეშე გასცემენ სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატებს. დღეს არსებული კანონით, სამართალდამრღვევი აფთიაქი პირველ ჯერზე ჯარიმდება 6 000 ლარით, მეორე შემთხვევაში – 12 ათასი ლარით, მესამე სამართალდარღვევას კი აფთიაქის გაუქმება მოსდევს. მოქმედი კანონმდებლობა აფთიაქის მეპატრონეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ კანონი დაარღვია, საშუალებას აძლევს ხელახლა დარეგისტრირდეს ამჯერად უკვე ახალი სახელით. საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დამუშავების პროცესშია სწორედ მსგავსი ფაქტების აღმოფხრას შეუწყობს ხელს.
ცენტრის დირექტორი ლაშა კილაძე jandacva.ge-ის პრესკლუბში ისაუბრებს, თუ რას ამბობს უახლესი სტატისტიკური მონაცემები სააფთიაქო ნარკომანიის შესახებ და როგორია ამ კუთხით ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის პოზიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები