„ჩვენი მიზანია, ვეტერანებს რეგიონში საუკეთესო სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი ძალიან მალე ჰქონდეთ “

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი სამუშაო ვიზიტით 15-19 მარტს ესპანეთის სამეფოში მიემგზავრება.
როგორც “კვირას” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, ვეტრანებისთვის სამკურანალო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით ვიზიტის ფარგლებში ირაკლი შიხიაშვილი რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
მომწვევი მხარეა კომპანია „სერკობე”, კომპანიის წლიური ბრუნვა 49 მილიარდ ევროს შეადგენს, ხოლო ექსპორტი – 36 მილიარდზე მეტს.
დაგეგმილია შეხვედრები ესპანეთის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც სამი თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
შიხიაშვილის თქმით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ესპანეთის მხარესთან ვეტერანთა ჯანდაცვისა და სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელებისთვის ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოში ვეტერანებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა, მისი დანადგარებით აღჭურვისა და სამედიცინო პერსონალის გადამზადების საკითხები. „ველოდებით რეალურ შედეგებს. გვინდა, რომ მეტი ადამიანი ჩავრთოთ ამ პროცესში, რომ ვეტერანები მეტად ინტეგრირდნენ საზოგადოებაში. ჩვენი მიზანია, ძალიან მალე ვეტერანებს ჰქონდეთ რეგიონში საუკეთესო სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი”, – განაცხადა შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები