საკრებულოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, თბილისის საკრებულოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს, თბილისის მერიასა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, თბილისის მერის მოადგილემ ნინო ხატისკაცმა, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა მოაწერეს ხელი.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, მემორანდუმი მიზნად ისახავს თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სახელოვნებო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრენინგების დაგეგმვას, განხორციელებასა და შესაბამისი კონსულტაციების წარმოებას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ერთობლივი ტრენინგების ჩატარება ბაგა-ბაღებიდან დაიწყება. ტრენინგების ფარგლებში, აღმზრდელები და თანამშრომლები, საქართველოს კანონს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ გაეცნობიან. მხარეებმა მემორანდუმის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, ერთობლივი სამუშაო შეხვედრების ორგანიზებისა და ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში, სასწავლო დაწესებულებებში ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებაზე დახმარების აღმოჩენის მზადყოფნა გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები