თბილისში ავარიისას მოტოციკლეტის მძღოლი გოგონა დაშავდა

საბურთალოს რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს BMW-ს მარკის ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა, რის შედეგადაც მოტოციკლეტის მძღოლი, ახალაგზრდა გოგონა დაშავდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები