გიორგი გაფრინდაშვილი: ორშაბათს შევხვდები აკადემიური საბჭოს წევრებს და მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ის აკადემიურ საბჭოსთან კონსულტაციის გავლას გეგმავს.
გაფრინდაშვილი გადაწყვეტილების მიღებას ამის შემდეგ აპირებს. “ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის განცხადება და ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ქვეყნის მთავრობის მეთაურის აზრს, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჩემი არჩევა შესაბამისი იურიდიული პროცედურის დაცვით განხორციელდა აკადემიური საბჭოს მიერ. მიმაჩნია, რომ კონსულტაცია გავიარო იმ ადამიანებთან რომლებმაც დააფიქსირეს თავისი აზრი და მხარი დამიჭირეს, როგორც კანცლერობის კანდიდატს. აქედან გამომდინარე, ორშაბათს შევხვდები აკადემიური საბჭოს წევრებს, რომლებთანაც გავივლი კონსულტაციას და მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – აცხადებს გაფრინდაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს და უნივერსიტეტის კანცლერის პოსტზე წარდგენილ გიორგი გაფრინდაშვილს მოუწოდა, არჩევნებიდან მოხსნას კანდიდატურა „ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები