თედო ჯაფარიძე – თურქეთი იყო, არის და მომავალშიც იქნება ჩვენი ქვეყნის საიმედო პარტნიორი

თურქეთი იყო, არის და მომავალშიც იქნება ჩვენი ქვეყნის მეგობარი და საიმედო პარტნიორი, – განცხადება ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ გააკეთა.
მისივე განმარტებით, თურქეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა.
“საქართველო და თურქეთი ერთად მონაწილებენ რეგიონული და გლობალური მასშტაბის პროექტებში. მათ შორისაა ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის ენერგოდერეფნის პროექტი, რომლის 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ მიმდინარე წლის ზაფხულში. ასევე, ბაქო-თბილისი-ყარსის წარმატებით განვითარებული პროექტი ჩვენი თანამშრომლობის კიდევ ერთი გამოხატულება იქნება. ჩვენი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, მთავრობის წევრები, საკანონმდებლო ორგანოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს. ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში თურქეთს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ინიციატივებზე, რომლებიც შავი ზღვის რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას უკავშირდება. მჯერა, რომ ორმხრივი ურთიერთობები ჩვენ ქვეყნებს შორის მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი ხალხების, სახელმწიფოების და მთლიანად რეგიონის საკეთილდღეოდ”, – ნათქვამია ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები