“თი-ბი-სი“ ბანკი ბორჯღალოსნების გულშემატკივრებს ვაკის პარკის ღია კინოთეატრში ეპატიჟება

12 მარტს საქართველოს რაგბის ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ფარგლებში მორიგ შეხვედრას სოჭში გამართავს, სადაც ქართველი ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
“თი-ბი-სი“ ბანკი – საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი, რაგბის მოყვარულებს ვაკის პარკის ღია კინოთეატრში, კლუბ „33ა“-ში ეპატიჟება, სადაც დიდ ეკრანზე თამაშის ტრანსლაცია გაიმართება. რაგბის გულშემატკივრებს ადგილზე ბევრი სურპრიზი დახვდებათ – სახეზე მოხატვა, სამახსოვრო ფოტო, საზეიმო დრამ-შოუ და რაც მთავარია, საბრძოლო განწყობა. ჩვენებას ასევე შეუერთდებიან „ყიჟინატორები“.
გულშემატკივართა შეკრება შაბათს, 12 მარტს, 15:00 საათიდან დაიწყება. დასწრება თავისუფალია. თამაში 16:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები