„ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ და „პოზიცია“ ახალციხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საკრებულოს წევრებს შეხვდნენ

ა/ო “ადამიანი, კანონი, თავისუფლების” წარმომადგენლები პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო“ ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული საკრებულოების წევრებთან შეხვედრებს განაგრძობენ. პროექტს ახალი იდეებით, მიზნებითა და გეგმებით ა/ო „პოზიციაც“ შეუერთდა.
არასამთავრობოების წარმომადგენლები ახალციხის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ და ახალგაზრდულ საკრებულოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მომდევნო სამუშაო შეხვედრა დაიგეგმა. შეხვედრას, არასამთავრობოებისა და ახალგაზრდული საკრებულოს წევრების გარდა, ახალციხის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
პროექტი „ახალგაზრდული საკრებულო” ა/ო „ადამიანი კანონი თავისუფლებას” ორგანიზებით, ცხრა თვის წინათ დაიწყო და მასში საქართველოს მასშტაბით, 64 მუნიციპალიტეტი მონაწილეობს.
„ეს არის პროექტი, რომელიც, ვფიქრობთ, რომ ძალიან მშვნელოვანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. აქცენტი გაკეთდება არაფორმალური განათლების ხელშეწყობასა და ლიდერობის განვითარებაზე. ჩვენი სურვილია, რეგიონებში ახალგაზრდებისთვის გაჩნდეს პერსპექტივა. თავად კი მომზადებულები შეხვდნენ აღნიშნულ გამოწვევას და მიიღონ მონაწილეობა თავიანთი მუნიციპალიტეტის განვითარებაში. თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება, ჯამში, საქართველოს განვითარებაა – ეს კი აღნიშნული პროექტის მიზანია”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები