თბილისის მოსახლეობას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. “თელასის” ინფორმაციით, გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის “ა” და II მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, სულხან ცინცაძის, ზემო ვეძისის, ლვოვის, ვაზისუბნის, ტაშკენტის, ლუქსემბურგის და ოდესის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის, კიტა აბაშიძის და ივანე ჯავახიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალავევის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების Xა და Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV კვარტლის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ხევძმარის დასახლების და გია რომელაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჯავის, მოლოკოვის, ლისაშვილის, გომარეთის, ბახმაროს, ჟღენტის, წერონისის, ლეჩხუმის, ახტალის და სანავარდოს ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდგორის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წყალტუბოს და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები