განათლების აკადემია სტუდენტებს ერთდროულად ქართულ და პოლონურ დიპლომს სთავაზობს

განათლების აკადემია ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში რამდენიმე წელია არსებობს. აკადემია აბიტურიენტებს ახალ პროგრამას სთავაზობს, რისი საშუალებითაც განათლების აკადემიის სტუდენტებს პოლონეთში სწავლის გაგრძელება და ორი დიპლომის აღება შეეძლებათ. დეტალებზე „კვირა“ განათლების აკადეემის რექტორს მარიამ მესხიშვილს და პოლონეთის ლინგვისტური უნივერსიტეტის პრორექტორს ტომაშ კუკს ესაუბრა.

მარიამ მესხიშვილი – განათლების აკადემიის რექტორი.12833365_1240258609336078_290764630_n
– განათლების აკადემია არის პოლონეთის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის ოფიციალური პარტნიორი. ორმაგ დიპლომტან დაკავშირებით ჩვენმა აკადემიამ სახელმწიფო აკრედიტაცია გაიარა. ის სტუდენტები, რომლებიც ჩაირიცხებიან განათლების აკადემიაში ფინანსების პროგრამაზე, რომელიც აკრედიტირებულია ორმაგ დიპლომზე პოლონეთის უნივერსიტეტთან ერთად, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ისინი ავტომატურად პარალელურად ჩარიცხულნი აღმოჩნდებიან პოლონეთის უნივერსიტეტში.
ყველა წარჩინებულ სტუდენტს ექნება საშუალება, ჩვენი უნივერსიტეტის სრული დაფინანსების ხარჯზე გაემგზავროს პოლონეთში და მიიღოს ევროკავშირის მიერ აღიარებული მეორე დიპლომი. ამასთან ერთად, განათლების აკადემია თავად უზრუნველყოფს იმას, რომ წარჩინებული სტუდენტები პოლონეთის საზაფხულო სკოლაში უფასოდ გაემგზავრონ. იმდენად, რამდენადაც განათლების აკადემია არის ახალი სასწავლო დაწესებულება. სულ 2-3 წელია, რაც ვარსებობთ, ჩვენთვის თითოეული აქტივობა და ღონისძიება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის საგანმანათლებლო სივრცეში. ამიტომ განათლების აკადემია თავის თავზე იღებს გაცილებით დიდ აქტივობებს და ამის გამო ვაძლევთ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ სტუდენტი ჩვენი დაფინანსების ხარჯზე გაემგზავროს პოლონეთში და  სტაჟირების სრული კურსი ასევე უფასოდ გაიაროს. ეს გახლავთ ის აქტივობები, რომელიც განათლების აკადემიას შეუძლია შესთავაზოს ქართველ სტუდენტებს. ორმაგი დიპლომის პროგრამა, უფასო სტაჟირება პოლონეთში და საზაფხულო სკოლები პოლონეთში.
მოგეხსენებათ, პოლონეთი ევროკავშირის ქვეყანა გახლავთ და პოლონეთის უნივერსიტრეტი ჩართული არის “Erasmus +“ პროგრამის ფარგლებში. ეს დიდი საგრანტო პროგრამაა, რომელშიც ჩართულები არიან ევროპის წამყვანი ქვეყნები. ამიტომ პოლონური მხარე თავისი მხრიდან უზრუნველყოფს, პროგრამაზე დარეგისტრირებული სტუდენტები თავისი დაფინანსებით გაუშვას ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, იქ, სადაც მისი პარტნიორი უნივერსიტეტებია. მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ 2 სემესტრის განმავლობაში და ასევე სტუდენტმა მიიღოს სტიპენდიის სახით 500 ევრო. ამავე დროს, მას ექნება ვიზა, რისი საშაულებითაც შეუძლია იმუშაოს.
– სამომავლოდ სხვა ფაკულტეტებზე თუ იგეგმება მსგავსი პროგრამის განხორციელება?
– ჯერჯერობით ეს  პროგრამა მხოლოდ ფინანსებს ეხება. ამჯერად მიმდინარეობს მუშაობა პროგრამა მენეჯმენტთან დაკავშირებით და მომავალში იმედია, მეტ ფაკულტეტს მოვიცავთ. ამჯერად ამ ორ პროგრამაზეა საუბარი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვცდილობთ, სტუდენტებს საინტერესო გარემო შევუქმნათ. ის, რაც დაგეგმილია, რომ განათლების აკადემიამ ახალი სასწავლო წლიდან განახორციელოს, აბსოლუტურად უპრეცედენტო ევროპის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი საგანმანათლებლო პროგრამების გარდა, ჩვენ ახალი სასწავლო წლიდან ასევე გვექნება დიდი საერთო საცხოვრებელი, კაფეები, საცურაო აუზები, ფიტნესკლუბები, საცეკვაო დარბაზები. ვთვლი, რომ ასეთი გარემო ერთი-ორად საინტერესოს გახდის განათლების აკადემიის სტუდენტების ცხოვრებას.10617724_1240258639336075_1822022222_n

ტომაშ კუკი – ლინგვისტური უნივერსიტეტის პრორექტორი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში:
– ჩვენი ლინგვისტური უნივერსიტეტი პოლონეთში 1992 წელს დაარსდა, უკვე 24 წელია არსებობს. გვაქვს ფილოლოგიის, იურიდიულის, ეკონომიკის, პედაგოგიკის და სხვა ფაკულტეტები. ამჯერად განათლების აკადემიასთან ერთად ვახორციელებთ ორმაგი დიპლომის პროგრამას. პროგრამა სამი წლის განმავლობაში გრძელდება. მე ყოველთვის ვეკითხები სტუდენტებს, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი და პასუხი არის, რომ მათ უნდათ ფული, გამოცდილება, კონტაქტები. ჩვენი პროგრამის საშუალებით სტუდენტები ძალიან ბევრს მიიღებენ მოკლე დროში. პესიმისტი ყოველთვის ამბობს, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ ოპტიმისტი პასუხობს, რომ დიახ, დიახ, შესაძლებელია. სწორედ ჩვენი პროგრამა ხდის ამ ყველაფერს რეალურს.
– კონკრეტულად რა გულისხმობს თქვენი ურთიერთთანამშრომლობის პროგრამა?12825125_1240259646002641_1695330444_n
– გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ორმაგი დიპლომის პროგრამა, რაც ითვალისწინებს სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსებას, სტაჟირებას, ორ დიპლომს – ქართულს და პოლონურს, ასევე სერტიფიკატებს. პროგრამა შესაძლებელს ხდის, სტუდენტმა დაიწყოს სწავლა საქართველოში, სადაც პირველი სემესტრიდან სწავლობენ პოლონურ ენას და პირველი კურსის დამთავრების შემდეგ მოიპოვონ გრანტი და ჩამოვიდნენ პოლონეთის უნივერსიტეტში. ჩვენგან შეუძლიათ გააგრძელონ სწავლა ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყნის უნივერსიტეტში, რომელთანაც ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ. სამი წლის შემდეგ ასეთ კურსდამთავრებულს აქვს ორი დიპლომი, იცის მინიმუმ სამი ენა – ქართული, პოლონური, ინგლისური და სტაჟირება აქვს საქართველოს გარეთ. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ასეთი უნარებით მის სფეროში ის ნებისმიერს გაუწევს კონკურენციას.

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები