ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მრავალშვილიან დედებს საჩუქრები გადასცა

დედის დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ მრავალშვილიან დედებს საჩუქრები გადასცა.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოცდახუთამდე სამ და მეტი შვილის დედას ფასიანი საჩუქრები და გამგებლის მისალოცი ბარათები გადაეცათ. 3 მარტი მრავალშვილიან დედებს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, გამგებლის მოადგილემ – გიორგი ღურჯუმელიძემ მიულოცეს.
ღონისძიება მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა. „მინდა ყველა დედას მივულოცო ეს დღესასწაული. ბევრი შვილის დედობა განსაკუთრებული მადლია. ვულოცავ მათ, ვინც ამ დღეს დედის სტატუსით შეხვდა და დღეს გახდა დედა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მრავალშვილიანი დედების ყოფის შემსუბუქებას. მიმდინარე წელს მუნციპალიტეტი მათ კიდევ უფო გაუმჯობესებულ სერვისს შესთავაზებს”, – აღნიშნა გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
12524358_1294667110549276_6231368026899389365_n
12800381_1294667120549275_2935169917802525678_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები