თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, დედაქალაქის ნაწილს ენერგომომარაგება შეეზღუდება. 
“თელასის” ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთისძირის, უშაკოვის, თელავის, ახმეტის და გუთნის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IIIა მიკრორაიონების და მემედ აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონიში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის, წერეთლის გამზირის, აკაკი ბაქრაძის, მირცხულავას და წყალტუბოს ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის და ბაქოს ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის შესახვევის, დემეტრე თავდადებულის, მაღალაშვილის, ოთარ ჩხეიძის, გიორგი გეგეჩკორის, ოთარ ლორთქიფანიძის, იოსებიძის, იმედაშვილის, მგალობლიშვილის, არდაზიანის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, გოთუას, გაგარინის, ქანთარიას, შარტავას, დები იშხნელების, ბუდაპეშტის, კანდელაკის, სახოკიას, ჩერქეზიშვილის, დარასელიას, არშბას, ლვოვის, ონიაშვილის, ოდესის, ზოვრეთის, ანაგის და კუტუზოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცხემის შესახვევის, თხინვალის შესახვევის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, არსენას, ზაალ ქიქოძის და ვეძინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონიში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის და ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის I ჩიხის და კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები