„როგორც ჩანს, პაპავას ორი მიზანი ამოძრავებს რექტორობის პერიოდში: კორუფცია და რუსული პროპაგანდა”

თსუ-ის სტუდენტებმა უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია „ყველა სტუდენტი თანასწორია – არა სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიებს“ გამართეს. სტუდენტებმა თვითმმართველობის მიერ ბიუჯეტის არამიზნობივი ხარჯვა გააპროტესტეს. ამასთან, ისინი 10 მარტს დაგეგმილ კანცლერის არჩევნებს აპროტესტებენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ამ თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილს დანიშნავენ, რომელიც მათი თქმით, ადრე თვითმმართველობის წევრი იყო და საკუთარ მოვალეობებს არასინდისიერად ასრულებდა.

Frontnews–ის წყაროს ინფორმაციით, სტუდენტების გამოსვლის უკან თავად რექტორი ლადო პაპავა დგას, რომლის მიზანია, უნივერსიტეტის კანცლერად არჩეული იქნას ისეთი კანდიდატი, რომელიც მას საკუთარი კორუფციული მიზნების განხორციელებაში ხელს არ შეუშლის.

მისივე განცხადებით, საგამოძიებო უწყებები დაინტერესების შემთხვევაში თსუ–ში ბევრ ისეთ დარღვევას აღმოაჩენენ, რომელიც შესაძლოა, რექტორის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდეს.

წყაროს ცნობით, ვლადიმერ პაპავა რექტორობის პერიოდში კორუფციითაა დაკავებული და ამის დამადასტურებელი ფაქტებიც არსებობს.

„თსუ ვლადიმერ პაპავას თითქმის სამწლიანი მმართველოს პერიოდში ჭაობში მიექანება, რისი ნათელი მაგალითიც 7 მარტს დავინახეთ. როგორც ჩანს, პაპავას ორი მიზანი ამოძრავებს რექტორობის პერიოდში: კორუფცია და რუსული პროპაგანდა, რომელსაც ვერა და ვერ მოაბა თავი. მისი რექტორად არჩევის შემდეგ თსუ–ში იწყება შანტაჟი – იმ ხალხს, ვინც არ ემორჩილება, მათ პლაგიატის საშუალებით აშანტაჟებს, ვინც დაიყოლია, ბრალდება მოუხსნა, (მაგალითად, იაშა მესხია) და ვინც ვერ დაიმორჩილა, ბოლომდე გაანადგურა (მაგალითად, მაია მარგველაშვილი).

ამასთან ერთად, პაპავა ფარულად იწყებს მისი ჩვეული კორუფციული მეთოდების გამოყენებას – 24 ათასი ლარის ღირებულების მისი ავტორობით გამოცემული წიგნები შეასყიდინა უნივერსიტეტს, რაც არ დარჩა დაფარული და აკადემიკოსს ახსნა–განმარტებების გაკეთება მოუწია. შემდეგ ხდება მთავარი „ხიმინჯები“, ჩვენთვის ცნობილია და სხვათაშორის ფაქტები საკმაოდ არის იმის, რომ პაპავას მრჩეველი ირაკლი მურცხვალაძე (დღეს უკვე პაატა ბურჭულაძის ფონდის ერთ–ერთი ხელმძღვანელი) თვითონ უძღვებოდა ამ საქმეს. პაპავამ და მისმა თანაშემწე ირაკლი მურცხვალიძემ გადაწყვიტეს, თსუ–ის საკუთრებაში უნივერსიტეტის ქუჩაზე არსებული დაუმთავრებელი შენობა გადაეცათ მათი მეგობრისთვის, რომელიც მრავალჯერ ნასამართლევია და რომელიც თითქოსდა აღნიშნული შენობის დამთავრების სანაცვლოდ 15000 კვ.მ მიწას გადაიფორმებდა, რომლის ღირებულებაც გაცილებით მეტია, ვიდრე დასამთავრებელი შენობა“, – აცხადებს წყარო.

მისივე თქმით, ამას ადასტურებს აუდიტის დასკვნა, რომელიც მურცხვალიძის მეგობრის მამამ შეასრულა და რაზეც ოფიციალურად არის გადახდილი ათჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე მისი თვითღირებულება და მოთხოვნილი დასკვნა საერთოდ არ შეესაბამება დადებულ დასკვნას.

„თუმცა პაპავამ ეს ყველაფერი ძველი კანცლერის პირობებში ვერ გააკეთა და როდესაც ახალი კანცლერის არჩევის დრო დადგა, მან იოსებ არჩვაძის კანდიდატურა წამოაყენა, რომელიც არაფერში შეეწინაღმდეგებოდა და ასევე რუსულ პროპაგანდაშიც დაეხმარებოდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ასეთი ღია რუსეთუმე პირის დანიშვნა მას მხოლოდ პრობლემებს შეუქმნიდა და არჩვაძეს კანდიდატურა მოახსნევინა, რასაც არჩვაძეც ადასტურებს.

რექტორმა ჩათვალა, რომ კანცლერობის შემდეგი კანდიდატი გაფრინდაშვილი მისი ოცნებების ამხდენი ნამდვილად ვერ იქნებოდა და უკვე მორიგ ბინძურ ხრიკს მიმართა და ლევან ლორთქიფანიძე ააბუნტა, რომელსაც დაუსაქმა მამა, რომელმაც ხელმძღვანელი სცემა, მაგრამ პაპავამ ამით ისარგებლა და ლორთქიფანიძე დაივალდებულა, უფროსის ცემის ფაქტი კი ჩაუფარცხა. შემდეგ წიგნის გამოცემა დაუფინანსა, რადგან იცოდა, რომ ადრე თუ გვიან დასჭირდებოდა. მეორეს მხრივ კი, ააბუნტა ნიკა მეტრეველი, ცნობილი რუსული პროპაგანდის აგიტატორის ვაჟის ლევან მეტრეველის ვაჟი, მისი აბუნტებაც არ გახდა პაპავასთვის დიდი პრობლემა, რადგან წინა კანცლერობის პრედენტენი სწორედ რუსეთუმეობისთვის იქნა დაბლოკილი.  პაპავას საქმიანობის შესახებ მოსაყოლი კიდევ ბევრია და თუ პაპავა იგივე ბინძურ და ამორალურ პოლიტიკას გააგრძელებს, ფაქტებს გამოვააშკარავებ“, – აცხადებს Frontnews–ის წყარო.

Front News ე.წ. ”ბიოლოგების” კორპუსთან რექტორის კავშირის შესახებ რამდენიმე თვის წინ ასევე წყაროზე დაყრდნობით წერდა.

„როგორც ირკვევა, უნივერსიტეტის რექტორმა მის მიერვე ადმინისტრაციაში დასაქმებულ მეგობრებთან ერთად ე.წ. ”ბიოლოგების” კორპუსთან დაკავშირებით სქემა შეიმუშა, რომლის თანახმად, გაფორმდებოდა საუნივერსიტეტო საზოგადოებისათვის ერთი შეხედვით მიმზიდველი და მისაღები ხელშეკრულება, რომლითაც აშენებული და გარემონტებული შენობა რჩებოდა უნივერსიტეტის საკუთრებაში, მის მიმდებარედ არსებული 15 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კი პაპავას და მის მეგობრებს.

გეგმის რეალიზაცია 2014 წლის შემოდგომაზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა რექტორს მის განხორციელებაში ხელი შეუშალეს, მიმდინარე წლის დასაწყისში კი პაპავას მეგობრებმა მისივე დახმარებით გეგმის რეალიზაცია მაინც დაიწყეს.

წყაროს ცნობით, პროექტის წარდგენამდე ერთი დღით ადრე უნივერსიტეტის რექტორს გეგმები კვლავ ჩაეშალა, რადგან მონაწილეობის სურვილი კიდევ ერთმა სამშენებლო კომპანიამ გამოთქვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ პაპავას მიერ ლობირებულ კომპანიას გამარჯვების ნაკლები შანსი რჩებოდა. აქედან გამომდინარე უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მარტივად გადაწყვიტა – პროექტი საერთოდ დაივიწყა იქამდე, ვიდრე კანცლერის არჩევნები არ ჩატარდება. პაპავა ახლა სწორედ ამ არჩევნებს ელოდება, რათა მისი კადრები დაინიშნონ და სქემა შემდეგ განახორციელოს“, – განგვიცხადა მაშინ წყარომ.

წყარო: http://frontnews.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები