შსს-ს მომსახურების სააგენტომ 8 მარტს ქალბატონებისთვის შეჯიბრი ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ქალთა საერთაშორისო დღეს, ტელეწამყვანი ქალბატონებისთვის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, შეჯიბრი ჩატარდა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და მომსახურების სააგენტოს დირექტორი ესწრებოდნენ.
ღონისძიება 2 ეტაპისგან შედგებოდა. თავდაპირველად მონაწილეებმა მომსახურების სააგენტოს მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მოედანზე საგამოცდო ელემენტები დაძლიეს. გამოვლინდნენ საპრიზო ადგილის მფლობელები. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები და ყვავილები გადაეცათ.
მოგვიანებით, სამოყვარულო შეჯიბრის მონაწილეებმა რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გადაინაცვლეს და ერთმანეთს ავტომობილის მართვისას სხვადასხვა სირთულის დაძლევაში შეეჯიბრნენ. ისინი ძარიანი ავტომობილებით რბოლაში ევროპის ჩემპიონმა დათა ქაჯაიამ დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები