თედო კობახიძისა და მურთაზ შელიას ინიციატივით, ბაგა-ბაღის თანამშრომლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის, თევდორე კობახიძის, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, მურთაზ შელიასა და ორგანიზაცია “ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლის” ორგანიზებით, 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით, გლდანის ბაგა-ბაღის თანამშრომლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აქციის ფარგლებში ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე გერმანულ კლინიკაში გლდანის ბაგა-ბაღის 400-მდე თანამშრომელს 22 სხვადასხვა სპეციალობის ექიმმა, ინსტრუმენტულ-დიაგნოსტიკურ კვლევები ჩაუტარა.
აქციაში მონაწილე ქალებს 8 მარტი საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ და გლდანის მაჟორიტარმა მურთაზ შელიამ მიულოცეს.
დეპუტატების განცხადებით, მსგავსი საქველმოქმედო აქციები პედაგოგებისათვის წლის განმავლობაში პერმანენტულად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები