„წლის ჟურნალისტი მზარეულები“ – კულინარიული შეჯიბრი რესტორან “ვაინშტეფანში“ (ფოტოკოლაჟი)

8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით, რესტორან „ვაინშტეფანში“ კულინარიული შეჯიბრი გაიმართა. გემრიელი სალათის, ხორცის ცხელი კერძის და კოქტეილის მომზადებაში ერთმანეთს ბეჭდური, ელექტრონული და სატელევიზიო მედიის წარმომადგენლები შეეჯიბრნენ.
ჟურნალისტები სამ ჯგუფად იყვნენ დაკომპლექტებული, თითო ჯგუფში კი 4 მონაწილე იყო. კულინარიული შესაძლებლობების გამოსავლენად მათ რესტორნის მზარეულებმა ერთნაირი ინგრედიენტები მისცეს. ჟურნალისტებს წესები შეფმზარეულმა გააცნო, კერძების მომზადებაში კი მათ რესტორნის მზარეულები ეხმარებოდნენ.
საბოლოოდ, მათ მიერ მომზადებული სალათა, გრილზე შემწვარი ხორცის ცხელი კერძი და კოქტეილი ჟიურის წევრებმა დააგემოვნეს და ქულებით შეაფასეს. ჟიურის ყველა წევრი მამაკაცი იყო: მსახიობი ნიკა წულუკიძე, ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი, მსახიობი დავით ქაცარავა და ვეტერანი კალათბურთელი ვატო ნაცვლიშვილი.
ყველაზე მაღალი შეფასება პირველმა ჯგუფმა მიიღო, „წლის ჟურნალისტი მზარეულის“ წოდება ჟურნალისტებმა: ლელა წიკლაურმა, ნათია წულაძემ, ანა ჩანგიანმა და ნატა ტაბიძემ მიიღეს.
კონკურსის ყველა მონაწილეს რესტორან „ვაინშტეფანისგან“ და ატელიე „სამოსისგან“ საჩუქრად წინსაფრები, კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიასგან“ კი ღვინო გადაეცათ. ჟურნალისტმა კულინარებმა კომპანია „ნიროლინისგან“ ისრაელის წარმოების პროდუქციით სახის წმენდის პროცედურის 70%-იანი, ხოლო ესთეტიკური მედიცის ცენტრ „ვიზუალისგან“ ეპილაციაზე და სოლარიუმზე 50%-იანი ფასდაკლების ბარათები მიიღეს.
რაც შეეხება გამარჯვებულ გუნდს, მათ არაყი „რუსკი სტანდარტი“ გიგანტური ბოთლით გადაეცათ, „არტ ფლორ დიზაინმა“ კი მათ 8 მარტი ყვავილების თაიგულით მიულოცა.
ღონისძიებას მედიის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. რესტორნმა „ვაინშტეფანმა“ საპატიო სტუმრებს ფურშეტზე უმასპინძლა. ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერი პორტალი „კვირა“ იყო.
რესტორანი „ვაინშტეფანი“ ყაზბეგის გამზირის 27 ნომერში სულ რაღაც 1 თვის წინ გაიხსნა, თუმცა ის უკვე იქცა გურმანებში განხილვის თემად. რესტორნის და მისი მზარეულების უმთავრესი ამოცანა სტუმრების ჯანსაღი კვებაა. ხაზი ესმევა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს, სეზონურობას და კულინარიული დამუშავების ტექნიკას. რესტორანი „ვაინშტეფანი“ მაღალი კლასის რესტორანია, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი ქართულ-ევროპული სამზარეულო და გრილ მენიუ. რესტორანი სტუმრებს სთავაზობს ათასწლოვანი ტრადიციის მქონე პრემიუმ კლასის ლუდს – ვაინშტეფანს, რომელიც იწარმოება მიუნხენის ჩრდილოეთით მდებარე ბენედიქტების მონასტერში, ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციების დაცვით.
„ვაინშტეფანის“ სტუმარს შეუძლია ისარგებლოს სხვადასხვა ტიპის დახვეწილი ინტერიერით: ზამთრის ღია ტერასა, მთავარი დარბაზი და Lounge Bar.

IMG_8104 (Copy) IMG_8131 (Copy) IMG_8165 (Copy) IMG_8222 (Copy) IMG_8229 (Copy) IMG_8320 (Copy) IMG_8325 (Copy) IMG_8327 (Copy)

fursheti (3) fursheti (5)

IMG_8288 (Copy) IMG_8119 (Copy)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები