გიორგი ალიბეგაშვილმა ქალბატონებს რვა მარტი ყვავილებითა და ტკბილეულით მიულოცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქართველ ენათმეცნიერს და ფილოლოგს მზექალა შანიძეს სახლში ეწვია და რვა მარტი მიულოცა.
წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ 90 წლის ენათმეცნიერს გაწეული ამაგისა და ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრად ყვავილები და ტკბილეული გადასცა. გიორგი ალიბეგაშვილმა ქალთა საერთაშორისო დღე „თბილისის მეტროპოლიტენის“ ტექნიკური განყოფილების ინჟინერს, ელინა ტატინოვას მიულოცა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და დამსახურებულ თანამშრომელს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები