ალექსი პეტრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს დატოვებს

“თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს დატოვებს. პეტრიაშვილი დილით ექიმებთან საბოლოო შემოწმებას გაივლის და სამედიცინო დაწესებულებიდან ამის შემდეგ გამოწერენ.
შეგახსენებთ, რომ ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ქვედა კიდურების და წელის არეში. პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა.
შსს-მ პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ლევან მექვაბიშვილი ბორჯომში გუშინ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები