“მაესტროს” გენერალური დირექტორის მოადგილეების პოზიციებზე ლევან ჩიკვაიძე და გიორგი ებრალიძე განიხილებიან

ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალური დირექტორის მოადგილეების პოზიციებზე ლევან ჩიკვაიძე და გიორგი ებრალიძე განიხილებიან.
აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ გააკეთა.
მისივე თქმით, ისინი არიან მშვიდები და მათ იციან თავისი საქმე. რაც შეეხება ბაია გადაბაძესთან თანამშრომლობას, როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, ბაია გადაბაძე აღარ არის გენერალური დირექტორი.
“ახლა არის გარდამავალი პერიოდი და ბაია გადაბაძეს ვუთხარი, რომ თუ მომეხმარება ამ გარდამავალ პერიოდში, მე ძალიან გამიხარდება”, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები