საპროტესტო აქციაზე მისული თსუ-ს სტუდენტები ამ წუთებში რექტორს ხვდებიან (ვიდეო)

საპროტესტო აქციაზე მისული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ამ წუთებში უნივერსიტეტის რექტორს, ვლადიმერ პაპავას ხვდებიან. “კვირას” ინფორმაციით, პაპავა დაჰპირდა სტუდენტებს, რომ აკადემიურ საბჭოსაც შეახვედრებდა.
“დღევანდელ საპროტესტო აქციაზე 400- მდე სტუდენტი მოვიდა. გვინდა გავიგოთ, რატომ არის დღეს თსუ-ს თვითმართველობა პრივილეგირებული”,-განაცხადა აქციის ერთ-ერთა მონაწილემ, ვაკო ყიფიანმა.
შეგახსნებთ, რომ დაპირისპირება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობასა და სტუდენტებს შორის 2012 წლიდან მიმდინარეობს. სტუდენტები მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტში თანხები არამიზნობრივად იხარჯება.
რამდენიმე თვის წინ, უნივერსიტეტის თვითმმართველობამ, მხოლოდ წევრებისთვის, ბაკურიანში გამართული ექვსდღიანი ტრენინგი მოაწყო, რაშიც 20 000 ლარამდე დახარჯა. ტრენინგს მხოლოდ თვითმართველობის წევრები დაესწრნენ. მომხდარმა ფაქტმა სტუდენტების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, რადგან მათთვის გაუგებარი აღმოჩნდა, თუ რატომ უნდა დაეხარჯა ადმინისტრაციას ამხელა თანხა არაგრძელვადიან კეთილდღეობაში მაშინ, როდესაც უნივერსიტეტში, რამდენიმე ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტია რომელთა უმრავლესობა სწორედ ფინანსური დავალიანების გამო ვერ აგრძელებს სწავლას. აღსანიშნავია, რომ პროტესტის მიუხედავად პრეცედენტი კიდევ განმეორდა, ამჯერად თანხა კიდევ უფრო სოლიდური – 26 000 ლარი იყო.

https://www.youtube.com/watch?v=Us8xe_xr0Hg

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები