თინათინ ხიდაშელმა ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა. II ქვეით ბრიგადაში სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლის ოფიციალური წარდგენის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სენაკის ცენტრალურ პარკში გადაინაცვლა. თინათინ ხიდაშელმა ჟიური შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო ეროვნული გმირის ხსოვნას.
„ყველა ქვეყნის ისტორიაში არიან გმირები, რომელთა ისტორიებზეც იზრდებიან თაობები. ვფიქრობ, ჩვენი თაობის ერთ-ერთი ასეთი თვალსაჩინო ყველაზე ნათელი გმირი, სწორედ, ჟიული შარტავა იყო. ძალიან ბევრი გმირობის, დიდების ამბავი უკავშირდება მის სახელს, რომლითაც მთელ თაობებს შეუძლიათ იამაყონ.
ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, ვცხოვრობდეთ იმავე საუკუნეში, იმავე პერიოდში, როდესაც ის იდგა ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ სენაკში ვარ და მომეცა შესაძლებლობა, ამ მნიშვნელოვან დღეს პატივი მივაგოთ მის ხსოვნას,“ – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ჟიული შარტავას ხსოვნის პატივსაცემად, სენაკში, თინათინ ხიდაშელთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები