ირაკლი შიხიაშვილმა ქალთა დღე ვეტერან ქალბატონს მიულოცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი ქალთა დღესთან დაკავშირებით ვეტერან ქალბატონს, ჟურნალისტ ნარგიზა ლომთაძეს სახლში ესტუმრა და ქალთა დღე მიულოცა. ნარგიზა ლომთაძე წიგნის „უკვდავება“ ავტორია, წიგნი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების უკვდავყოფას ეძღვნება. ირაკლი შიხიაშვილმა და ნარგიზა ლომთაძემ ვეტერანებისთვის დაგეგმილ სხვადასხვა პროექტზე ისაუბრეს. „ქალბატონმა ნარგიზამ თავის წიგნში გააცოცხლა ის გმირები, რომლებმაც თავის ქვეყანას შესწირეს თავი, სწორედ ასეთ ღირსეულ ქალბატონებზე დგას ჩვენი სახელმწიფოს წარსული, აწმყო და მომავალი“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები