8 მარტს დაბადებულთა შორის მამაკაცებს ქალები სჭარბობენ

8 მარტს დაბადებულ ახალშობილთა შორის მამაკაცებს ქალები სჭარბობენ. ამის შესახებ ინფორმაციას სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბაზაში 2 470 055 ქალია დარეგისტრირებული. აქედან საქართველოში 8 მარტს დაბადებული 16 708 ადამიანი ცხოვრობს, მათგან 10 211 (61.11%) ქალია და 6 497 (38.89%) -მამაკაცი.
მათივე კვლევით, 8 მარტს ყველაზე მეტი ბავში 1990 წელს დაიბადა. ამ წელს ქალთა საერთაშორისო დღეს დაბადებული 272 ადამიანია დარეგისტრირებული. 8 მარტს დაბადებულთა უმეტესობა – 4 278 პირი დედაქალაქში ცხოვრობს, იმერეთში – 2147, ქვემო ქართლში – 2028, კახეთში – 1465 და აჭარაში – 1452 ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები