7 მარტს გენდერული თანასწორობის შესახებ ლექცია-დისკუსია გაიმართება

7 მარტს გენდერული თანასწორობის შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია-დისკუსია გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი გენდერის კვირეულის („ქალი ქვეყნის სამსახურში“) ფარგლებში ტარდება.
ლექცია-დისკუსიაზე გამოიფინება ქალ სამხედრო მოსამსახურეთა მოღვაწეობის ამსახველი ოცამდე ფოტო. სტუდენტებს, რომლებიც დაესწრებიან ლექციას, გადაეცემათ თავდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სერტიფიკატი.
საჯარო ლექცია დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ, N2 -ში ჩატარდება. ლექცია-დისკუსიის სპიკერები იქნებიან : ელენე რუსეტსკაია – ქალთა საინფორმაციო ცენტრი; ნინი ბაქრაძე – თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი; მაკა პეტრიაშვილი – თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ; მაკო ავალიანი – ეროვნული თავდაცვის აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; გიორგი ამანათიძე – გენდერული მრჩეველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები